2022 წლის მიხედვით, The Best Fifa Award-ის ჯილდო არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მოიგო - მეორედ კარიერაში.
ყველა გამარჯვებული
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალეკსია პუტელიასი (ბარსელონა, ესპანეთი)
საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები)
საუკეთესო გულშემატკივრები: არგენტინის ნაკრების ქომაგები
საუკეთესო გოლი (პუშკაშის სახელობის): პრიზი პოლონელ ფეხბურთელს, მარჩინ ოლეკსის გადაეცა, რომელიც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ამპუტანტი ფეხბურთელი გახდა.
ფეირ-პლეის პრიზი: ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი: სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები)
საუკეთესო ქალი
მეკარე: მერი ირპსი (მანჩესტერი)
მამაკაცთა სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)
მცველები: ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი/ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი/მანჩესტერი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ლუკა მოდრიჩი (რეალი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი/დორტმუნდი), ქარიმ ბენზემა (რეალი), კილიან მბაპე (პსჟ)
მესი მეთექვსმეტედ შეიყვანეს ფიფას სიმბოლურ გუნდში, რომელშიც 2007 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა რონალდო.