ოსიმენის აგენტი პსჟ-ის ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა - რას აპირებს ნიგერიელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლიდერი ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "პარტენოპეის" დატოვებს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ნიგერიელის აგენტი "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას საიდუმლოდ შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

წყაროს ცნობით, ოსიმენის აგენტს პსჟ-ის სპორტულ დირექტორთან, ლუის ოკამპოსთან, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო ზრდის.

ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდა დედაქალაქური კლუბისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 21
გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altოსიმენი: კვარაცხელიას შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიგოს და "ნაპოლის" დიდება მოუტანოს

altოსიმენის მანქანამ "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა - რომელი ავტომობილით გაადგილდება ნიგერიელი [VIDEO]

altCalciomercato: დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო თანხა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით, კვარა რადგან ჰყავს ნაპოლის, ამ ტრანსფერით ნაპოლი უფრო მოიგებს, ვიდრე ოსიმენი. სიმეონესი მაგრად მჯერა, რომ კვარასთან ერთად არანაკლებ მრისხანე დუეტს შექმნის, ვიდრე ოსიმენი ქმნის. ვნახოთ, მთავარია კვარა დარჩეს ნაპოლიში 1-2 წელი მინიმუმ.
1
რატომღაც ოსიმენს ვერ აღვიქვავ ტოპ დონის თავდამსხმელად და ეს 150 მილიონიც ძალიან გაბერილი მგონია
მამუკა
19:37 08-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული