"დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში გავლენ" - კასანომ "მილანსა" და "ნაპოლის" შორის არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ტურნირის 1/2 ფინალში გასვლას "პარტენოპეი" შეძლებს.

"რომელი გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე? "ნაპოლის" ავირჩევ. დარწმუნებული ვარ, "პარტენოპეი" წარმატებას მიაღწევს. ისინი ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

პირველ შეხვედრაში "ნაპოლის" რომ ოსიმენი ჰყოლოდა, სპალეტის გუნდი არ დამარცხდებოდა. მათ პირველ 4 წუთში კარში 6-ჯერ დაარტყეს. ჩემი აზრით, სპალეტი სერია A-ში საუკეთესო მწვრთნელია. ზაფხულში "პარტენოპეი" ექვსმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ნეაპოლელებმა შეიძინეს ისეთი უცნობი მოთამაშეები, როგორებიც კიმ
მინ ჯე და კვარაცხელია იყვნენ. თუმცა შესანიშნავი გუნდი შექმნეს, მათი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" შეხვედრა 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"მცველებმა მისი თამაში შეისწავლეს, საშიში აღარ არის" - საკიმ კვარაზე ისაუბრა

alt"მილანთან" დიდი მატჩის წინ "ნაპოლი" "ვერონას" დაუზავდა

alt"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა ლაივბალზე შახტიარის და ლვოვის თამაშს ვუყურებდი,1-0 იგებს შახტიარი და გოჩოლეიშვილი ძირითადშია.ძირითადშია ზივზივაძეც,არმინიასთან.თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ,0-1 ანგარიშია.
სოსო
16:30 16-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული