ლამის მარადი კითხვა - შეიცვლის თუ არა მარადიშვილი მოქალაქეობას?

AutoSharing Option
რუსულ მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. ამაზე კომენტარი მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა გააკეთა.

"ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არანაირი მომართვა არ ყოფილა, კონსტანტინეს მოქალაქეობა არ შეუცვლია. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო იმ ინფორმაციით, რომელიც მე გამაჩნია, ვიცი, ეს მისი პოზიცია და მისი მამის პოზიციაა", - ციტირებს ნაგორნიხს РИА Новости Спорт-ი.

მარადიშვილი ცსკა-ს აღზრდილია, "ლოკომოტივში" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და
1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
წმინდა პრაგმატულადაც ჯობია ამ ეტაპზე მისი კარიერისთვის საქართველო აირჩიოს თან ხომ ეროვნებით ქართველია. რუსეთის ნაკრებს ჯერ როდის დააბრუნებენ მერე იქაც რო დააბრუნონ ადგილი გარანტირებული კი არა გაფართოებულში გაუჭირდება მოხვედრა კონკურენციის გამო. ჩვენთან კი პირდაპირ სასტავში ჩაჯდება ერთად აღებული ჯობია შენელებულ კადრებს და უეფექტო აბურჯანია კვეკვესკირის ტანდემს და უეჭველად გააძლიერებს საქართველოს ნაკრების "აქილევსის ქუსლს" ცენტრალურ საყრდენ ზონას. პრახადნოი დვერად რომაა ქცეული ზემოდხსენებულ ტანდემის ხელში.
6
არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები და კარგი იქნება თუ საქართველოს აირჩევს, თუ არ უნდა იყოს რუსეთში სახვეწარი ნაღდად არ გვაქვს. მარადიშვილისგან განსხავებით საბა საზანოვმა ქართული იცის და იმედია ნაკრებში თავს დაიმკვიდრებს. მგონია რომ ფედერაცია შესთავაზებდა და ვერ გადაწყვიტა, არადა საყრდენ ზონაში გვჭირდება კვალიფიციური ფეხბურთელები.
zaza
22:27 01-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული