უარი ახალ კონტრაქტებზე - "ნაპოლის" სეზონის ბოლოს 3 ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
"ნაპოლისთვის" 2022/2023 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა, "პარტენოპეიმ" 33-წლიანი პაუზის სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიპოვა და იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

La Gazetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელებმა ახალ კონტრაქტებზე უარი 3 ფეხბურთელს - მარიო რუის, პიოტრ ზელინსკისა და მატეო პოლიტანოს უთხრეს, შესაბამისად "პარტენოპეი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მათ გასხვისებას შეეცდება.

მარიო რუი "ნაპოლის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ზელინსკი "პარტენოპეის" 2016 წელს შეუერთდა, პოლიტანო კი ნეაპოლურმა კლუბმა 2021 წელს დაიმატა.

altლუჩანოს სიაში კვარაცხელია ვერ მოხვდა - რომელი 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა სპალეტიმ

დე ლაურენტისს
მკითხველის კომენტარები / 19 /
შემქმნელი ნახევარმცველი კი არ დაჭირდება ნაპოლის, დაჭირდება მარცხენა ვინგერი... კვარა უნდა დადგეს ზელინსკის ადგილას...მან უნდა იტრიალოს საჯარიმოს ირგვლივ... რა უნდა კვარას უნარების ფეხბურთელს ჰაუტის ხაზთან... მაგრამ სპალეტი ამის მომფიქრებელია?!.. ამ დარჩენილ არაფრის მომცემ თამაშებშიც კი არ მოსდის აზრად, რომ კვარა გამოსცადოს თავისუფალი მხატვრის ამპლუაში...ადრე თუ გვიან გამოჩნდება მწვრთნელი, რომელიც კვარას ამ პოზიციაზე დააყენებს.. მისი ადგილი სწორედ აქაა.
ქუთაისი
19:40 17-05-2023
7
ახლა იყიდოს სამი ხვიჩა: ერთი - 10 ნომერზე, ერთი - დაცვაში, ერთიც კარში დააყენოს და სპალეტის გუნდიც მზად იქნება ლიგის მოსაგებად :)
ბესო შიოშვილი
19:19 17-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული