მესიმ თავისი კარიერის ოთხი საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა, პსჟ-მა კი მისი შემცვლელი დაიმატა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი თანაგუნდელები იყცნენ და მოედანზე მათთან თავს კომფორტულად გრძნობდა.

35 წლის შემტევმა ასეთებად ლუის სუარესი, ნეიმარი, ხავი და სამუელ ეტო'ო მიიჩნია.

აქვე გეტყვით, რომ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეოს ყოფილმა გუნდმა პსჟ-მა არგენტინელის შემცვლელი დაიმატა. "პარკ დე ფრანსის" ბინადრებმა "მალიორკასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და 22 წლის სამხრეთკორეელი შემტევი ნახევარმცველი ლი კანგ ინი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება. ახლა ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება და გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
სულ რონალდინიოს პასებით არ გაჰქონდა გოლები ? შეიძლება ითქვას მის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რონალდინიომ.უმადური არ უნდა იყო ადამიანი.
დავით 67
15:32 14-06-2023
11
მესის შემცვლელი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა?
Semi
14:10 14-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული