მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვთ, ახლა კი უკრაინელები რუსეთის ფიფადან და უეფადან გარიცხვას მოითხოვენ.

ამის თაობაზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფასა და უეფას წერილით მიმართა და რუსეთის დასჯა იმის გამო მოითხოვა, რომ საკუთარ ჩემპიონატებში ოკუპირებული ყირიმის გუნდების ჩართვას აპირებენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ქვედა ლიგებში თამაშის უფლება ყირიმის კლუბებს  - "სევასტოპოლს", "ტსკ-ტავრიას", "რუბინსა" და "ოკეანეს" მისცა. ამ კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არიან და მათი რუსულ ფეხბურთში ინტეგრაცია
უნდა მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
არაფერი არ გამოუვათ.ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზეც ითხოვდნენ რუსების არდაშვებას და რომ დაუშვეს უკრაინამ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და სხვებსაც მოუწოდა,მაგრამ არავინ არ აჰყვა და თვითონვე დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები.იგივე მოითხოვეს ჩოგბურთშიც და ბოიკოტი კი არა უმბლდონზე მონაწილეობის მისაღებად რუს სპორტსმენებს ვიზები მისცეს ინგლისელებმა.ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის.
zaza
23:00 25-06-2023
29
ახლა პრო-რაშისტები აყვირდებიან. :))))
რატი
09:50 26-06-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული