მიუხედავად არაბული კლუბების დაინტერესებისა, მარიო რუი "ნაპოლის" დატოვებას არ აპირებს და "პარტენოპეიში" კიდევ ერთი სეზონის გატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, განსხვავებით პორტუგალიელისგან, დიდი შანსია, რომ საუდის არაბეთში პიოტრ ზელინსკი გადაბარგდეს. "ალ აჰლი" მზადაა, პოლონელი ნახევარმცველის სანაცვლოდ "ნაპოლის" 25 მილიონი ევრო გადაუხადოს. აურელიო დე ლაურენტისს მოთამაშის გაყიდვა სურს.
შეგახსენებთ, ორივე ფეხბურთელს "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
რონალდოს უნდა, მარიო რუი მის გუნდში გადავიდეს
"მარიო რუი გუნდის სიმბოლოა!" - გაიცანით "ნაპოლის" ქომაგი, რომელმაც მხარზე პორტუგალიელის ტატუ ამოისვირინგა
"ნაპოლი საქართველოს" ხელმძღვანელის "სიყვარული" მარიო რუის მიმართ და "კვარას" გამო გაზრდილი ინტერესი...