20 წლის ნახევარმცველი არსენ ზახარიანი მოსკოვის "დინამოდან" "ლაციოში" არ გადავა, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".
"ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა ანჟელო ფაბიანიმ გამოცემას განუცხადა, რომ ტრანსფერი ჩაიშალა.
ადრე ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაციოს" მწვრთნელი მაურიციო სარი ზახარიანის შეძენის წინააღმდეგი არ იყო და რომაულ კლუბს ტრანსფერი 10+4 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.