ნეიმარმა პელეს რეკორდი მოხსნა - ბრაზილიამ ბოლივია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბოლივიასთან მატჩით დაიწყო და მეტოქეს 5:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ბრაზილიური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფაქტი დაფიქსირდა - ნეიმარმა ნაკრების მაისურით 78-ე და 79-ე გოლი შეაგდო და პელეს რეკორდი გააუმჯობესა. 

ამაზონის რეგიონის ქალაქ ბელემში გამართულ შეხვედრაში ანგარიში როდრიგომ გახსნა და პირველი ტაიმი "სალესაომ" მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში თავი რაფინიამ გამოიჩინა, რასაც როდრიგოს მეორე გოლი მოჰყვა. "რეალის" გარემარბის გარდა თამაშში დუბლი ნეიმარმაც შეასრულა - პსჟ-ის ფორვარდმა სანაკრებო მაისურით 78-ე და 79-ე გოლები გაიტანა. სტუმართა მხრიდან პრესტიჟის
გოლი ვიქტორ აბრეგომ შეაგდო. ბრაზილიამ მატჩი იოლად მოიგო და საკვალიფიკაციო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 

რაც შეეხება ნეიმარს, 31 წლის ფეხბურთელმა პელე ორი გოლით ჩამოიტოვა. 79 გოლის გასატანად "ნეის" 125 მატჩი დასჭირდა, პელეს, კი 77 შედეგიანი დარტყმა 92 შეხვედრაში ჰქონდა. 

ბრაზილია მომდევნო შეხვედრას სტუმრად, პერუს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 12 სექტემბრის გამთენიისას გაიმართება. 


მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი მაგდენიც რო გაიტანოს პელეს ფეხის ფრჩხილის დარიც ვერ იქნება ნეი
BOSS
12:31 10-09-2023
1
რა პრობლემაა? გამოძებნის პელე კიდევ რამე გოლებს საკუთარ სტატისტიკაზე დასამატებლად. :)
კოლა
19:23 09-09-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული