ალკოჰოლიზმთან მებრძოლი მილევსკი გამოჯანმრთელების გზას ადგას

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 38 წლის არტიომ მილევსკი, გამოჯანმრთელების გზას ადგას. ამის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ალეკსანდრ ალიევმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მეგობარს ესტუმრა და ახლა მისი მდგომარეობა უკეთეია. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ხუმრობით აღნიშნა, რომ მოხუცს ამ ამბავთან გამკლავება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მილევსკი საავადმყოფოში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო დააწვინეს. მის მკურნალობის ხარჯებს კიევის "დინამოს" პრეზიდენტი იგორ სურკისი დაფარავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეც ვებრძოდი მარა უშედეგოდ
ლოთი
16:26 28-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული