"გიულერს მესიზე დიდი ნიჭი აქვს" - არდას ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულის, არდა გიულერის ყოფილმა მწვრთნელმა ეროლ ტოკგეზლერმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

ტოკგეზლერი გიულერს "გენჩლერბირლიგის" ახაგაზრდულ გუნდში ავარჯიშებდა. მისი თქმით, არდას ლიონელ მესიზე დიდი პოტენციალი გააჩნია.

"მესი ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მან ყველაფერს მიაღწია, არდას კი დასამტკიცებელი ბევრი აქვს, ის ჯერ კიდევ ბავშვია, მაგრამ თუ ამ ორი მოთამაშის პოტენციალს შევადარებთ, ვთვლი, რომ გიულერი მესიზე ნიჭიერია, მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" შემტევს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი.

კარგი იქნება, თუ სათამაშო დროს მალევე მიიღებს, ვფიქრობ,
მისი მთავარი პლუსი ბურთით მოძრაობა და გოლის გატანის ალღოა", - განაცხადა ტოკგეზლერმა.

შეგახსენებთ, 18 წლის ფეხბურთელი "ბლანკოსს" გასულ ზაფხულს, "ფენერბაჰჩედან" შეუერთდა, თუმცა ტრავმების გამო ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი არ მიეცა. ბოლო ცნობების მიხედვით, არდა გამოჯანმრთელდა და მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეროლ! ვაი შენს პატრონს?
ლაშა
17:44 20-10-2023
1
ბევრი "პატარა მესები" გაგვიგია, მაგრამ სად არიან? ფაფუ "პატალები". ლეოსნაირი კი აღარ დაიბადება!
გია
19:39 20-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული