
"გპირდებით, რომ სკუდეტოს კვლავ მოვიგებთ, თუმცა ყოველ წელს ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ფეხბბურთელები ყოველთვის ერთ დონეზე თამაშს ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, საჭიროა იღბალიც, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონატის მე-15 ტურში, "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
ის, რასაც ყველა ელო
და - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]