ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, დე ლაურენტისის იდეებმა გუნდს სკუდეტო მოაგებინა, თუმცა ზოგ საკითხებზე მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ.
"ნეაპოლმა უამრავი მოგონება დამიტოვა, არასდროს დამავიწყდა სკუდეტოს მოგების შემდეგ გულშემატკივრების ემოციები.
დე ლაურენტისი? მას თავისი შეხედულებები გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი მისი დარიგება გამოვიყენე. მერწმუნეთ, ამან "ნაპოლის" გასული წლის ტრიუმფში უდიდესი როლი შეასრულა. აურელიო ჭკვიანი პიროვნებაა, თუმცა სამომავლოდ მისი აზრები მაშინებდა.
ახლა მხოლოდ იტალიის ნაკრების განვითარებაზე ვფიქრობ", - განაცხადა სპალეტიმ.
"ნეაპოლელი ბიჭუნა ვარ" - სპალეტი ქალაქის საპატიო მოქალაქე გახდა
ის, რასაც ყველა ელოდა - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ლუჩანო სპალეტი [VIDEO]