"ნანობს, რომ გარსია გაათავისუფლა" - იტალიური გამოცემა დე ლაურენტისზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, "მონცასთან" მატჩის შემდეგ, დე ლაურენტისს მაცარისთან გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩნდა და მიაჩნია, რომ გარსიას გათავისუფლება შეცდომა იყო, კინოპროდიუსერი ნანობს, რომ ფრანგ სპეციალისტს უფრო მეტი დრო არ მისცა.

შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე ვალტერ მაცარი "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლავრენტი არის სერიოზულად სამკურნალო, ერთი კვირის წინ ამბობდა ჩემი ყველაზე დიდი სეცდომა გარსიას დანიშვნა იყოო, ახლა არ უნდა გამეთავისუფლებინაო. ყველაფერი მაგის ბრალია
სანდრო
20:56 31-12-2023
1
ან პირდაპირ რასაც დაინახავთ აკოპირებთ თარგმნით, ან ეს კაცი იძახის სისულეებს რაც მე მასე ვთვლი ისედაც, ხან გარსია წარდგენის დღიდან გამეშვა უნდაო ხან არ უნდა გამეშვაო, მწვრთნელებს რასაც ეუბნება ისე ათამაშებენ გუნდ და აყუმარებს და ჟურნალისტებთან რაღაც ალიბებს იკეთებს, სულ მასეთ ფეხბურთს თამაშობდა ნაპოლი და ბევრი იტალიური კლუბი რასაც ეხლა თამაშობენ, შემტევ ფეხბუტთში კვარა ძაან მაგარია, ასეთ დაცვით სტილში ძაან გაფუჭდემა მაქ, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც
აჩი
15:29 31-12-2023
2

სიახლეები პოპულარული