ლავეციმ განმარტა, რატომ იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ესეკიელ ლავეციმ განმარტა, რატომ მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლავეცი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.

"ადრე ვცდილობდი ამას მე თვითონ გავმკლავებოდი. სხვა კლინიკას მივმართე, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. სხვა არჩევანი არ დამრჩა.

ეს ძნელია, თუმცა ასე უნდა მოვქცეულიყავი. ცხოვრების და ჩვევების შეცვლა მმართებს. ჩემი შვილის გამო ყველაფერი შესაძლებელი უნდა გავაკეთო. ძალიან შორს გავედი", - ციტირებს ლავეცის კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ ყველა კაიფობს ფეხბურთის მერე, ეს რაღაც ახალი მოდაა თუ რა ხდება. შორს წასვლაც არაა საჭირო, აქაც უამრავია ასეთი.
0
უფალმა გაგაძლიეროს,მეგობარო!
კოლხიდელი
23:30 26-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული