"იცით, კონტე დე ლაურენტისს რომელი ფეხბურთელის ტრანსფერს სთხოვს?" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ ზაფხულში შესაძლოა, "ნაპოლი" ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli-ს დირექტორი ვალტერ დე მაჯო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დე ლაურენტისს რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს სთხოვს.

"არ არის გამორიცხული, რომ კონტემ "მილანი" ჩაიბაროს. ამ საკითხს ანტონიოს მეუღლე გადაწყვეტს. თუ პიოლის გაათავისუფლებენ, "პარტენოპეი" მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანოს შესთავაზებს.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ კონტე "ნაპოლის" ჩაიბარებს, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე რომელუ ლუკაკუ იქნება", - განაცხადა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "რომას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 27 მატჩი
გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვლავ სერია A-ში - ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

altკონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა - წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

altკონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლუკაკუ კარგია მაგრამ პირველ რიგში მთელი დაცვაა შესაცვლელი ნაპოლიში და ნახევარდაცვაც არ ბრწყინავს
zura222
14:56 31-01-2024
2
იღბლიანი რომ დაიბადები რა ლუკაკუზეა ზუსტად ნათქვამი, ყველაზე მეტი ფულია გადახდილი ლუკაკუში ფეხბურთის ისტორიაში და ვინმეს სადმე თუ გინახავთ ლუკაკუს ფაქტორი გადამწყვეტი ყოფილიყოს რომელიმე გუნდში, სადაც ითამაშა ვერსად ფეხი ვერ მოიკიდა და ეს მწვრთნელები რამ გააგიჟა ამ ლუკაკუზე არ ვიცი
მამუკა
17:32 31-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული