მუსიალამ "ბაიერნთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა
AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაში სურს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოთამაშის დამატებით "ლივერპული" და მანჩესტერ "სიტი" ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, გერმანელს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.