ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის მზადების ფარგლებში, ყაზახეთმა ამხანაგური მატჩი დუბაიში გამართა და თურქმენეთი 2:0 დაამარცხა.

მე-2 წუთზე მოგამედ ადიევის გუნდი "ტობოლის" ნახევარმცველმა ისლამ ჩესნოკოვმა დააწინაურა, 47-ე წუთზე კი "ტულას" ფორვარდმა ალექსანდრ ზუევმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახები 21 მარტს გასვლაზე საბერძნეთს ეთამაშებიან და წყვილში გამარჯვებული საქართველო-ლუქსემბურგს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამათმა თუ ჩაატარეს საკონტროლო მატჩი, ჩვენთვის რატომ არ შეიძლებოდა ?
gio
16 მარტი 2024 12:28
0
აბა თქვენ იცით, ყაზახებო! თუ თქვენ სენსაციას მოახდენთ, თბილისში საუცხოო მასპინძლობას გაგიწევთ და უშუალოდ თამაშზე არა, მაგრამ თამაშის შემდეგ (3-ე ტაიმზე) ისეთ სუფრას გაგიშლით, ჩიტის რძეც არ მოაკლდება
fani
15 მარტი 2024 19:54
1
ზუევი და ჩესნოკოვი ყაზახებია?Dდდ
tobo
15 მარტი 2024 18:38
0

სიახლეები პოპულარული