სპალეტიმ სკუდეტოს მოგების შემდეგ დე ლაურენტისს თხოვნით მიმართა

AutoSharing Option
გასული სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "პარტენოპეი" დატოვა.

კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი მის შემცვლელად რუდი გარსია დანიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა მოლოდინები ვერ გაამართლა და თანამდებობა დაატოვებინეს.

Repubblica-ს ცნობით, სპალეტიმ დე ლაურენტისს სთხოვა, რომ მის შემცვლელად ვინჩენცო იტალიანო აერჩია, თუმცა კინოპროდიუსერმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, იტალიანო ამჟამად "ფიორენტინას" მწვრთნელია, თუ წამყვან იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ, დიდი ალბათობით, ვინჩენცო სეზონის ბოლოს "იისფერებს" დატოვებს.

altსპალეტი: ნაკრებში მგლები მჭირდება და არა PlayStation-ის მოთამაშეები

alt"ის ჩემთვის ფენომენია" - სპალეტი "ნაპოლის" ფეხბურთელზე

alt

"თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, აუცილებლად გამომეხმაურე" - სპალეტიმ "ნაპოლის" პატარა გულშემატკივარს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული