მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დაზიანება მიიღო.

მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს 8 აპრილს გამოკვლებები ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, "ნიჟნი ნოვგოროდი" აღნიშნულ დაპირისპირებაში "კრასნოდართან" 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში
უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა გულუბრყვილოები ხართ ხალხო. საერთოდ არ თვლის მარადიშვილი თავს ქართველად და ნაკრებში თამაშიც უკრაინის ომის შემდეგ მოინდომა,ევროპის კლუბებში გადასვლის შანსი რომ დაეკარგა, თორემ მანამდეც ჰქონდა ჩვენგან შემოთავაზებები და უარს ამბობდა. უკრაინის ომის მერე გაეხსნა პატრიოტული ? ჩვეულებრივი მედროვეა, ინსტაგრამზე რუსული დროშა აქვს ამაყად გამოჭიმული და ნაკრებში თამაში უნდა თურმე. ქართული გვარი არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში, არ არის ეგ ადამიანი ქართველი და არც რამე სასწაული თამაში აქვს. მის ჩამოყვანას , აქაურ ნიჭიერ ფეხბურთელებს მიეცეთ შანსი ჯობს, მაგალითად : არაბიძეს , რომელიც მართლა იმსახურებს ნაკრებში თამაშს
თათა
11:14 08-04-2024
1
მამარდაშვილის გაქართველებას ჯობია მაქედან გამოქცეული ქართველები დააკავოთ როგორმე მანდ. აშშ- ში 2008 წლიდან ვარ და ამდენი ქართველები არ მახსოვს. მალე მანდ აღარავინ დარჩებით ყველანი აქ არიან. 12-13 წლის ბავშვებით მექსიკიდან იპარებიან და ქოჩაში იყვნენ რამოდენიმა თვე, თვითონ ველაპარაკე. ეგ ქიშპობა და ხალხოში ნიხილიზმი თესეთ მანდ ძალაუფლების გასამყარებლად და უფრო ბედნიერები ვიქნებით მალე ქართველები რუსებით რომ გადატენით ქვეყანას. აგერ ტიკ- ტოკზე ერთმანეთს ეპატიჟენიან საქართველოში რუსები აქ ჩამოდით აქ ყველაფერის გაკეთებაა შესაძლებელიო. ვინ აძლევს ასეთ პირობებს რუსების შემოდინებას? მთავრობა
G.LA
00:07 08-04-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული