მოედანი ყავარჯნებით დატოვა - საქართველოს ნაკრებში თამაშის მსურველმა მარადიშვილმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით "ნიჟნი ნოვგოროდში" ირჯება, რუსეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში დაზიანება მიიღო.

მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "კრასნოდარს" უპირისპირდებოდა და 27-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, მარადიშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ის ჯერ საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სულაც სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს 8 აპრილს გამოკვლებები ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმეც ამის შემდეგ დადგინდება. თუ ვინმეს გაინტერესებთ, "ნიჟნი ნოვგოროდი" აღნიშნულ დაპირისპირებაში "კრასნოდართან" 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში
უნდა, ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამას თუ საქართველოს ნაკრებში თამაში უნდოდა, ჩვენს ახალგაზრდულში თამაშზე არ უნდა ეყოყმანა. თუ თავს გამოიჩენდა ახალგაზრდებში, მერე პირველშიც დაუძახებდნენ.
შაკო
13:17 07-04-2024
0
კარგ ქართველს მარადიშვილს! ვუსურვებთ გამოჯამრთელებას და მალე მწყობრში ჩადგომას!
ზურა
13:46 07-04-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული