"ვინც რუსეთისგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!" - UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა

AutoSharing Option
Uefa-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბელარუსის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან არ მოკვეთეს.

როგორც იცით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთ მოკავშირედ და დამხმარედ ითვლება და ტურნირებიდან ამ ქვეყნის მოკვეთასაც მოითხოვდნენ.

"ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გვეტყვის, რა ვქნათ. ჩვენ არცერთ პოლიტიკოსს არ მოვუსმენთ. ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, ბოიკოტი და აკრძალვა არ მიყვარს, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ამ სიგიჟის შეჩერებას.

რამდენიმე პოლიტიკოსმა მოგვწერა, რომ ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარა,
უნდა მოიკვეთოს. ახლა მე ვიკითხავ: ისინი, ვინც გაზს ყიდულობს, ეხმარებიან რუსეთს? - უნდა მოვკვეთოთ ყველა ევროპული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე დიდი, რომელიც აგრძელებს გაზის ყიდვას?

გეოსტრატეგიული პრობლემები პოლიტიკოსებმა უნდა მოაგვარონ. სპორტული ორგანიზაციებისგან თავიანთი საქმის კეთების მოთხოვნა არის პოპულიზმი", - უთხრა ჩეფერინმა InfoLibre-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ზოგიერთი აქ ასე გულმხურვალედ ითხოვდა რუსეთ-უკრაინის გარიცხვას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან როცა რუსეთ-საქართველოს ყველა ომისას უკრაინა ასრულებდა "ბელორუსიის" მოვალეობას. უკრაინის პორტებიდან წამოსულმა გემებმა გადმოსხეს დესანტი საქართველოში და ბომბავდნენ საქართველოს მიწა-წყალს!
ზვიადი
10 აპრილი 2024 18:55
21
თუ მოდიოდა, იმიტომ რომ უკრაინაში რუსეთის მონა მთავრობა იჯდა.
ზვიად
11 აპრილი 2024 08:37
3
რს მაგარი მარცხენა კვერცხი ხარ. უკრაინაში მაშინ რუსული ბაზები იდგა და დესანტიც იქიდან მოდიოდა. მაგრამ შენ სუფთა სუბელიანი ხარ და მასე გესმის.
Jiji
10 აპრილი 2024 21:15
8
ყველაზე მეტ რუსეთის გაზს უკრაინა მოიხმარს!!!
tngh
10 აპრილი 2024 18:22
18
შე კორუმპირებულო ვირთხავ, გაზის ყიდვა და რუსის ჯარის ტრანზიტით გაცილება უკრაინის საზღვრისკენ ერთია? ბელარუსიიდან იბომბებოდა კიევი და მაქედან გადასხეს გოსტომელის დესანტი. ის 60000 იანი კოლონა საიდან მიადგა კიევს?
ბელორუსია კი არა, ვისაც ხუილოსთვის ხელი ჩამოურთმევია ფიფა/უეფაში, ყველა გასაყრელია მაგ ორგანიზაციებიდან. წუწკი პრ**ბი ესენი.
ციციკორე
10 აპრილი 2024 15:42
23
ჯიგარო, მომისმინე ერთი. ამ ეტაპზე, ყველაზემეტ გაზს და ნავთობს ჩინეთ/ინდოეთი ყიდულობს. წადი, დაგუგლე მაინც. ჰოდა, ჩინეთის გუნდები სად იქნებიან, მაგარი ფეხებზე მკიდია. აი, ბელარუსიამ და ლუკაშენკომ, დიდი კრისობა ჩაიდინეს. რო იცოდე, მწარედ მოეკითხებათ.
სსს-ს
11 აპრილი 2024 02:49
4
ნაღდი ციციკორე ხარ რუსეთის ეკონომიკა დგას გაზზე და ნავთობზე თუ მისგან არ იყიდიან არცერთს მაშინ მართლაც ჩამოიშლება რუსეთის ეკონომიკა და ომის გაგრძელების თავი აღარ ექნება. როგორ ფიქრობ გაზზში აღებული თანხით რას ყიდულობს ან რას აფინანსებს საბავშვო ატრაქციონებს თუ სკვერების და პარკების კეთილმოწყობას. ზოგჯერ საკუთარი თავითაც იაზროვნე.
სსს
10 აპრილი 2024 16:47
3
ეს ყოფილა რკინის კვერცხებიანი კაცი.
QT
10 აპრილი 2024 11:35
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული