"შეწყვიტე მსახიობობა და უკრაინაში ომში საბრძოლველად წადი!" - ორიემ ზინჩენკოს მიმართა

AutoSharing Option
"გალათასარაის" 31 წლის მცველმა სერჟ ორიემ "არსენალის" შემტევ ოლექსანდრ ზინჩენკოს მოუწოდა, ომში წავიდეს.

კოტდივუარელმა Snapchat-ზე უკრაინელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ გამოიძახებენ, ომში წავიდოდა.

"შეწყვიტე მსახიობობა! მოხალისეს არ სჭირდება ვინმეს დარეკვა! წადი ახლავე უკრაინაში და იბრძოლე", - დაწერა ორიემ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის მერე, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ზინჩენკომ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გაიღო, რათა თანამემამულეებს დახმარებოდა. 

ფეხბურთელს ომში წასვლა სურდა, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნის შემდეგ ეს გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირა.

"არსენალის" ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ვფიქრობ, პასუხი ერთადერთი და ნათელია. მე ომში საბრძოლველად წავიდოდი! იქ ახლა ჩემი ბევრი ახლო მეგობარი იმყოფება. ძნელია იმის გაგება, რომ ახლახან ერთ სკოლაში ვსწავლობდით,ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით და ახლა მათ უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყანა.

არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსებმა ჩვენ, ჩვენს ხალხს დაუშავეს და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც, ისინი კი მათ შვილებს ასწავლიან. ეს მიუღებელია".

ზინჩენკომ, რომელიც ერთი პერიოდი რუსულ "უფაში" თამაშობდა, თავის ძველ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ თქვა:

"რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან ცოტამ მომწერა და გამომიგზავნა მესიჯები. მე მათ ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს მათი ბრალი არ არის.

არ შემიძლია ვუთხრა მათ, ბიჭებო, გააკეთეთ საპროტესტო აქციები და ამოიღეთ ხმა, რადგან ვიცი, რომ ისინი შეიძლება ციხეში ჩასვან", - ამბობს უკრაინელი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ბევრს იმის ტვინი არ აქ რო უკრაინას ხალხი არ ჭირდება ისედაც ყავთ. იარახი ჭირდებათ დასავლეთის მაგრამ ამერიკა არ აძლევს. მაგრამ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ. ზანგს რო აუხსნა და ელაპარაკო და რამე გააგებიო მაგი ტყუილია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
10 აპრილი 2024 12:59
17
იომეთ ღარიბებმა, ვისაც ფული არა გაქვთ
ზაქრო
10 აპრილი 2024 13:35
9
სხვის აქმეში ცხვირის ჩაყოფისა და ჭკუის სწავლების ნაცვლად, ყველამ რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს იქაც და აქაც კარგი იქნებოდა
საბა
10 აპრილი 2024 21:29
2
დიდ ბრიტანეთს, პოლიტიკაში არ ჰყავს არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები. დიდ ბრიტანეთს პოლიტიკაში გააჩნია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესი.
უინსტონ ჩერჩილი
ამას თუ არ გავითავისებთ, თუ სხვა ერების (ამორჩევით) მიმართ ფაშისტურ მიდგომას არ ამოვიღებთ ჩვენი აზროვნებიდან, სანამდე მოწინააღმდეგისადმი მიდგომას აგდებულად, ურა-პარიოტიზმის გარეშე არ გავითავისებთ, არაფერი გამოვა და ვივლით წრეზე.....
ეს ერი, ისე ერი, რასობრივი ლანძღვა და თან ევროპული იდეალებისაკენ სვლა?! :) ვისზე რითი ვართ უკეთესი, ერთმანეთი არ გვიხოცავს თუ ქართველებით არ გვივაჭრია ტყვეთა ბაზრებზე?!
ტატო
10 აპრილი 2024 21:29
6
ზინᲩენკო არის მაგარი კაცი ეს ვიᲦაც კი ინფუზორიების ბელადი.
გოᲩა
11 აპრილი 2024 10:32
4
ყველამ თავის საკეთებელი აკეთოს თუ ფებურთელი თუ არა და მართლა იომე
ჟორა
10 აპრილი 2024 20:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული