"ნაპოლის" "რეალის" ვუნდერკინდის იჯარით დამატება სურს

AutoSharing Option
"ნაპოლის" "რეალის" 19 წლის ნიჭიერი შემტევის, არდა გიულერის იჯარით დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და მათთვის გიულერი ერთ-ერთი პირველი სამიზნეა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მადრიდის "რეალი", თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ბლანკოსის" რიგებში მომდევნო სეზონში ენდრიკსა და დიდი ალბათობით, კილიან მბაპესაც ვიხილავთ, შესაძლოა, ფლორენტინო პერესი გიულერის იჯარით გაშვებას დათანხმდეს.

შეგახსენებთ, არდა "რეალს" გასულ ზაფხულს "ფენერბაჰჩედან" 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მიმდინარე სეზონში თურქმა "სამეფო კლუბის"
მაისურით 8 თამაში გამართა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"რეალმა" "სოსიედადს" გიულერის გოლით მოუგო

მკითხველის კომენტარები / 7 /
შემტევი ნახევარმცველია, ზელენსკის ადგილს დაიკავებს, შეიძლება პოლიტანოს პოზიციაზე ათამაშონ, ეს თუ დაიმატეს ნაპოლისთვის მართლა ძალიან კარგი იქნება
პაატა
11:19 30-04-2024
0
კვარა ნაპოლის სიმბოლოა
Tete1234
07:56 30-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული