ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა

AutoSharing Option
85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.

მენოტის ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში"; სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".

Sportall.Ge

1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასის
მფლობელი ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" გახდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გული დამწყდა, ნამდვილად ლეგენდარული კაცი იყო. სადღაც წავიკითხე ფინალზე 1978-ის. 2 საათში 60ღერი სიგარეტი მოუწევია.თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, მაშინ ბრაზილიის ნაკრები შეგნებულად ჩატოვეს ჯგუფში. არგენტინა პერუს 6-0 ვერ მოუგებდა. ეს მენოტის არ ეხება რა თქმა უნდა. აქ მაფიამ იმუშავა
დავით 67
18:07 06-05-2024
5
მენოტი მაგარი მწვრთნელი იყო. არვენტინის ნაკრები მის ხელში ისეთი ძლიერი იყო ვერ მესსი ვერ მსრადონას დროინდელი ნაკრებები ვერ შეედრებოდა. მენოტიმ სანამ თქვა თასაების თასებს უძლიერესი გუნდი დინამო მოიგებსო მანამ თქვა 1979 წ დინამო მგონი ლივერპულის გამოგდებას ფიქრობსო, მაშინ ლივერპული ზედიზედ 2-ჯერ ფლობდა ჩემპიონთა თასს, ლიგა ჯერ არ იყო. სულ სიგარას ეწეოდა ცხონებული მენოტი, ქარიზმატული პიროვნება იყო.
G.LA
17:12 06-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული