ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა

AutoSharing Option
85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.

მენოტის ხელმძღვანელობით, არგენტინის ნაკრები 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მენოტი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში"; სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".

Sportall.Ge

1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

1981 წელს მან განაცხადა, რომ თასების თასის
მფლობელი ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო" გახდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
1981 წელს მენოტიმ განაცხადა - არ არსებობს მსოფლიოში გუნდი, რომელიც ორ-თამაშიან დაპირისპირებაში თბილისის "დინამოს" დაამარცხებს.
რეზო
02:21 06-05-2024
2
კაცი-ლეგენდა... მენოტის მიჰყავდა დინამო-ფეინორდის პირდაპირი რეპორტაჟი რომელიღაც არხზე... სწორედ ამ რეპორტაჟის დროს თქვა მენოტიმ, რომ თასს აიღებდა ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის დინამო... დინამო მაშინ ზუსტად მენოტისეულ ფეხბურთს თამაშობდა.
ქუთაისი
03:38 06-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული