სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - "ჩელსის" ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის ბოლო ტურში "ჩელსიმ" "ბორნმუთი" 2:1 დაამარცხა.

"არისტოკრატების" რიგებში მოიზეს კაისედომ ახალი გუნდის რიგებში პირველი გოლი გაიტანა. "ბრაიტონიდან" "ჩელსიში" 115 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა ჩამშლელმა შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა.

ეკვადორელმა გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

48-ე წუთზე სტერლინგმა მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ერთ წუთში კი ბადიაშილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.

"ჩელსიმ" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბადიაშვილი ვინაა ?
გოგა
20 მაისი 2024 22:04
0
ხო და ეს ბიჭი თუ 115 მლ-ნად იყიდა ჩელსიმ, კვარა რატომ არ უნდა გაიყიდოს ჩელსის ყალიბრის გუნდში მინიმუმ 200 მილიონად, ხომ გაუვარდა ყარაულის თოფივით, პირველად მის იტალიურ კარიერაში- ჯარიმიდან. მართალია ეს ერთად-ერთი გოლი იყო ბოლო ათ შეხვედრაში, გუნდიც ათეულიდანაც გავარდა და ევროტურნირებმაც ჩაილურის წყალი საბოლოოდ დალია, მაგრამ მაინც........
ILO
20 მაისი 2024 17:01
13
ქართველი ხარ ადამიანო!
გიორგი
23 მაისი 2024 01:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული