თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა უკრაინელმა მცველმა დმიტრო ივანისენიამ თავის სამშობლოზე უარი განაცხადა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

ის 2021 წლიდან "კრილია სოვეტოვის" ღირსებას იცავს და სამარული კლუბი არც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.

2022 წლის აპრილში ფეხბურთელის მეგობარმა არტემ გრომოვმა ინტერვიუში განაცხადა - "ჩემი მეგობარი დიმა ივანისენია რუსეთში ჩარჩა. არ შეუძლია წამოსვლა, გუნდი კონტრაქტის გაწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ისეთ პირობებს უყენებენ, რომ ამისათვის თავი უნდა გაყიდოს."

30 წლის უკანახაზელს 2019 წელს უკრაინის ნაკრებში ერთადერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. თბილისის
"დინამოს" ღირსებას 2018 და 2019 წლებში იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ საცოდავს მალე ჯარში წაიყვანს პუტინი და ომში გაგზავნის.
რეალობა
12:34 04-06-2024
11
ეს ადამიანი არის ეხლა? ეს ომში კი არ უნდა წაიყვანო გავნაოზში უნდა ჩააგდო და დაუკეტო კარი ამის ღირსია ეს განდონი და ამისნაირი განდონები ბერი არიან სამწუხაროდ
დდდ
14:00 04-06-2024
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული