"დიახ, აქ ფულის გამო ვარ, იცით, ამ თანხას რაში გამოვიყენებ?" - კულიბალიმ საუდის არაბეთში თამაშის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ალ აჰლის" ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ საუდის არაბეთის პროლიგაში გადასვლის მიზეზი განმარტა.

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ამის მიზეზი მაღალი ხელფასია, რომელსაც სამომავლოდ ქველმოქმედებაში გამოიყენებს.

"უარყოფას არ ვაპირებ, საუდის არაბეთში ფულის გამო ვთამაშობ, აქ გამომუშავებულ თანხას კი ქველმოქმედებაში გამოვიყენებ. ჩემი ოჯახი კარგად იცხოვრებს. ჩემს სოფელში პედიატრიული კლინიკის მშენებლობა დავიწყე, იქ, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და დაქორწინდნენ.

მე მუსლიმი ვარ და წავედი ისეთ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იდეალურია. მექა ახლოსაა და თავს უკეთ ვგრძნობ", - განაცხადა სენეგალელმა მცველმა.

შეგახსენებთ, კულიბალი
"ალ აჰლის" 2023 წელს, "ჩელსიდან", 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

alt"ხვიჩა, ვწუხვარ, გული ძალიან მწყდება..." - კულიბალი კვარაცხელიას შესახებ

altკულიბალი: "კვარას" ვეკონტაქტები - სკუდეტოს საზეიმოდ ნეაპოლში გავიქცევი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული