"თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია" - ჩალჰანოღლუ ნიდერლანდებთან მატჩის წინ

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ევრო 2024-ის მეოთხედფინალის წინ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ტურნირზე თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია.

"რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით, ეს ჩვენი უდიდესი ოცნებაა. თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია. ავსტრიასთან მატჩამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ მეოთხედფინალში გავსულიყავით, ახლა კი აქ ვართ და ნახევარფინალში ასპარეზობა გვსურს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, თურქეთისა და ნიდერლანდების მატჩი დღეს, 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია, ჰოლანდია ამოტენის თურქეთს...
მამუკა
19:31 06-07-2024
2
იმედი მაქვს, რომ შევიცარია თურქეთს ამოტენის...
მამუკა
19:30 06-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული