საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის თასის ფინალში არგენტინამ კოლუმბია 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია.

სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „მარკას“ ცნობით, ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო, პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერი მესი არიასთან შეჯახების შედეგად დაშავდა, მაგრამ სამწუთიანი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო.

შესვენება 24 წუთი გაგრძელდა,
რადგან შაკირამ მინი-კონცერტი ჩაატარა. მეორე ტაიმში არგენტინა მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, თამაში უფრო ლამაზი სანახავი გახდა, დი მარიას დარტყმული ბურთი მეკარე ვარგასმა მოიგერია. 65-ე წუთზე მესიმ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. შემდეგ არგენტინელი გონსალესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. მეორე ექსტრა ტაიმში კი, 97-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მაიამი. „ჰარდ როკ სტედიუმი“
არგენტინა - კოლუმბია 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: მარტინესი (112)

. არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ-ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.
. 37 წლის მესი XXI საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფინალში თამაში სასტარტოდან დაიწყო.

altნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს

მკითხველის კომენტარები / 16 /
სუპერ-კოპა! ორი უდიდესი, ერთნაირი ისტორიის მქონე საფეხბურთო ქვეყანა! მხოლოდ ამ ორმა ქვეყანამ შეძლო სამი დიდი ტურნირის ზედიზედ მოგება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი vs მსოფლიოს ახალი ვარსკვლავის წინააღმდეგ, მესი-იამალი. ყველას ვულოცავ არგენტინის და ესპანეთის გაჩემპიონებას და ყველას ვუსურვებ მომავალში საქართველოს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ევრო-მსოფლიო არენებზე, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ ბიჭებს და კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ოლიმპიელებს, საოცარი ზაფხულია სპორტის მოყვარულებისთვის
ზაკო
09:02 15-07-2024
2
უკვე მე-4 წელია საფეხბურთო ღმერთი არგენტინის ოლიმპზე ტრიალებს, ისე ღმერთის ხელიც ხომ მაგათია
ზაკო
09:17 15-07-2024
1

სიახლეები პოპულარული