"ხედავ? უკვე "ნაპოლიდანაც" გაგდებენ, მადლობა კონტეს და დე ლაურენტისს გონივრული გადაწყვეტილებისთვის!" - ოსიმენის სიძე

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენის სიძემ, ოსიტა ოკოლომ, პლატფორმა"ტვიტერზე" განცხადება გაავრცელა და "ნაპოლის" პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს ვიქტორის პირველი გუნდიდან ჩამოშორებისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ოკოლომ ოსიმენი საკუთარი დის დაჭერაში დაადანაშაულა.

"ვიქტორ ოსიმენმა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტი გამოგზავნა თავისი დის (ჩემი მეუღლე) დასაკავებლად იმ საქმის გამო, რომელიც სასამართლოშია ჩემსა და მას შორის", - აცხადებდა ოკოლო.

როგორც ირკვევა,"ლილიდან" "ნაპოლიში" ოსიმენის ტრანსფერის შუამავალი ოკოლო იყო, რომელიც ნიგერიელ ფორვარდს ამის სანაცვლოდ წლებია კომპენსაციას სთხოვს, მაგრამ ფული მისგან ვერ მიიღო. ოკოლო სწორედ ამას უკავშირებდა მეუღლის დაპატიმრებას.

"მადლობა დე ლაურენტისს და ბატონ კონტეს გონივრული გადაწყვეტილებისთვის და ოსიმენის პირველი გუნდიდან ჩამოცილებისთვის. მან 2 წლის განმავლობაში გუნდი ტოქსიკური გახადა. ხედავ? უკვე "ნაპოლიდანაც" გაგდებენ. არცერთი მოთამაშე არ არის გუნდზე დიდი! ამ სიტუაციიდან ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ", - დაწერა ოკოლომ.

შეგახსენებთ, ოსიმენი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. ნიგერიელს ბოლოს არაბულ "ალ აჰლის" უკავშირებდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ბოლო წამს ჩიხში შევიდა.

alt"კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა... ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ..." - რა თქვა კონტემ "პარმასთან" შეხვედრის შემდეგ

altყველაფერი ოფიციალურად დასრულდა - "ნაპოლიმ" ოსიმენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ძალიან კარგი წყვილი დაიშალა - განსხვავებული კულტურების ურთიერთგაგება, ნიგერიელთა პრობლემები და დღესასწაული..

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესე იგი სიძემ მიიღოს რაც ეკუთვნისო! გაუგზვნე ქაღალდში შეხვეული ოსი!
მწვრთნელი
14:24 02-09-2024
1
მეც დავწერე იგივე ოსიმენის შესახებ, და კომენტარი დამიბლოკეთ :)
Aurelio
14:20 02-09-2024
3

სიახლეები პოპულარული