სტამბოლში საგიჟეთია - ოსიმენის შესახვედრად აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი მივიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაიში" იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადადის, იქამდე კი "ნაპოლისთან" 2026 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, რათა გაისად ნეაპოლური კლუბისთვის გასაყიდად მისი ფასი არ დაეცეს. ასეთ შემთხვევაში "კლაუსულა" 130 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე შემცირდება.

საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ ოსიმენი ზამთარში რომელიმე სხვა კლუბისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, "გალათასარაის" გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვება შეეძლება.

Sportall.Ge

"გალათასარაის" გულშემატკივრები ოსიმენის გადაბირებამ ჭკუიდან გადაიყვანა. ტელევიზიით გამოსვლისას ჟურნალიტმა რასიმ ოზანმა სახეზე ნიღაბი გაიკეთა, ასე მიესალმა ფანებს და მიულოცა ნიგერიელის დამატება.

ოსიმენი დღეს ჩაფრინდება სტამბოლში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აეროპორტში მის შესახვედრად ათასობით გულშემატკივარია შეკრებილი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ლაურენტესის მიმართ პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, რადგან კარგ მენეჯერად მიმაჩნდა.ეხლაც შეიძლება მაგარი ბიზნესმენია, მაგრამ ადამიანი ბოროტი აღმოჩნდა. მისი შეცდომა იყო ( როგორც ბიზნესმენის) ოსიმენისთვის ამხელა ხელფასის დანიშვნა,რაც შემდეგ თავის თავის დადანაშაულების მაგივრად ოსიმენს მოუსპო კარიერა ( ჯერჯერობით ასე სჩანს).იმის გამო რომ 10მლნ გამომტყუე, არ გაგახარებ. დაახლოებით ასე გამოვიდა. ამიტომაც აუცრუვდა გული ვიქტორს ნაპოლიში. ყველას გვახსოვს როგორი შემართებით იბრძოდა თამაშებზე, როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. ხვიჩასაც და სხვებსაც როგორ ამხნევებდა. ხვიჩამ როცა პენალტი გააფუჭა როგორ ვაჟკაცურად მოიქცა ვიქტორი. ნამდვილი გუნდის ლიდერი იყო. ლაურენტესის ბოროტი გადაწყვეტილების გამო მივიღეთ ხვიჩას და ვიქტორის დუეტის დაშლა, რაც საუკეთესო იყო ევროპაში. აბა ის რომ იაფად ნაყიდს ძვირად ჰყიდი,ეგ ნორმალური მოვლენაა ყველა ბიზნესმენისთვის. უბრალოდ ბოროტი და ბოღმა არ უნდა იყო.
დავით 67
01:03 04-09-2024
0
რა გნიასია კომენტარებში ოსიმენის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით? საუკეთესო გამოსავალი იყო ყველასთვის....
ნაპოლი არც დაკარგავს და არც ხარჯად დააწვება და არც "გააფუჭებს" უსაქმურობით თავის ძვირიან აქტივს
ოსიმენი თავის მხრივ აიღებს ძალიან კარგ ანაზღაურებას, ითამაშებს საგიჟეთში გულშემატკივრობის მხრივ, ითამაშებს ევროტურნირებზე, ითამაშებს უყოყმანოდ სასტარტოში, თავისუფლად შეეძლება გაისად რომელიმე გრანდში გადასვლა...
ადამიანს როცა გუნდიდან წასვლა უნფა ისტერიულად, გუნდი ხვეწნას ვერ დაუწყებს ვინც არ უნდა იყოს, კონტემ და ნაპოლიმ არჩევანი გააკეთეს ალტერნატივაზე და მხოლოდ იმის გამო რო გაჩუქება არ უნდოდათ, არ შეიძლებოდა მისი განაცხადში დატოვება. გუნდში აირევა ასე სიტუაცია, არ უნდოდა კაცს და შ...ით თუ გინდა...
ასე კიდე ყველა ბედნიერია... ასე კიდე ნაჩქარევად და იაფად თუნდაც ჩელსიში გადასვლა იქნებოდა სიგიჟე, ხან ითამაშებდა ხან არა, არეულ გუნდში და ევროტურნირების გარეშე...
რა მაფიაა?
14:30 03-09-2024
0

სიახლეები პოპულარული