საქართველოსთან შეხვედრამდე ალბანეთმა უკრაინას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ალბანეთმა უკრაინა 2:1 დაამარცხა.

პირობით მასპინძლებს ტრავმირებული თავდამსხმელი დოვბიკი ვერ დაეხმარა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ უკრაინა კონოპლიამ დააწინაურა, თუმცა მალე მეკარე ტრუბინს ისმაილიმ და ასანიმ გაუტანეს და ალბანეთმა გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფში მომდევნო ტური 10 სექტემბერს გაიმართება: ალბანეთი საქართველოს, ჩეხეთი კი უკრაინას უმასპინძლებს.

ალბანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი ტირანას 22-ათასიან „აირ ალბანიაზე“ 22:45 საათზე დაიწყება.

პრაღა. „ეპეტ არენა“
უკრაინა - ალბანეთი 1:2
გოლები:
1:0 კონოპლია (49), 1:1 ისმაილი (54), 1:2 ასანი (66)

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვისაც სჯერა იმან გაიაროს
goga
16:12 08-09-2024
0
უკრაინას ერთი შეხედვით ჩვენ ჯგუფში ყველაზე ძლიერი შემადგრნლობა ყავთ. მაგრამ რაღაც აკლია უკრაინელების თამაშს, მარილი არ აქვს რაღაც. შევას დროს ნაკლები სახელები იყო და უკეთესად თამაშობდნენ. უკრაინელებს ჩავარდნები აქვთ ხშირად თამაში.
G.LA
15:40 08-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული