"იკარდისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, მე და ბაჩუაი ერთმანეთს გავაუმჯობესებთ" - ოსიმენის კომენტარი "გალათასარაიში" დებიუტის შემდეგ

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "გალათასარაიმ" "რიზესპორი" 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენის დებიუტი შედგა.

ნიგერიელმა სადებიუტო მატჩში საგოლე პასი შეასრულა.

შეხვედრის შემდეგ ვიქტორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ყველამ იცის, რომ "გალათასარაი" დიდი კლუბია.

კონკურენცია ჩემსა და იკარდის შორის? ასე ვერ ვიტყოდი. მაურო სპორტის ამ სახეობის ლეგენდად ითვლება, მისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ. მე და ბაჩუაი ერთად მოედანზე ხშირად ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გავაუმჯობესებთ", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, ნიგერიელი "გალათასარაის" "ნაპოლიდან" იჯარის წესით შეუერთდა. თურქულ კლუბს
მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

altიჯარა შესაძლოა ზამთარშივე შეწყდეს - ცნობილი გამოცემა ოსიმენის საიჯარო ხელშეკრულების აქამდე უცნობ პუნქტზე წერს

altოსიმენის შემდეგ "გალათასარაიმ" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული დაიმატოს

alt"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული