"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინი "აიაქსიდან" "ალ იტიჰადში" გადასვლის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანამ ნიდერლანდების ნაკრებს უხელმძღვანელებს, ბერგვაინს აღარ გამოიძახებს.

აღნიშნულ ამბავს "ალ ჰილალის" მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი გამოეხმაურა.

"რატომ არ საუბრობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატის ლიგაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია? საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, მას ამგვარი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს", - განაცხადა ჟესუსმა.

შეგახსენებთ, 26 წლის შემტევმა საუდის არაბეთის პროლიგაში "ალ იტიჰადის" მაისურით 3 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის
შესრულება მოახერხა.

alt"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი

altკუმანი: "ბარსელონას" კვლავ სიამოვნებით გავწვრთნიდი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე რას იძახის არასწორს ჟესუსი? ასჯერ მეტი ვარსკვლავია საუდის არაბეთში და ჰოლანდიის ტოპ გუნდ აიაქსს ბოდო გლიმტები უგებენ ლამის...
რა მაფიაა?
16:23 28-09-2024
4
ოჰ დაიცვა მილიონერმა ტურისტმა დახამებული და უნიჭო შეგირდი.ბერგვაინებისნაირი ნიდერლანდებში ბალი ათი შაურად ყრია.
Master
17:48 28-09-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული