დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-7 ტურში "ფიორენტიმა" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მე-7 წუთზე "იადონების" ფორვარდმა მოიზე კინმა პენალტი ვერ გამოიყენა, 35-ე წუთზე კი "როსონერიდან" "ფიორეში" განათხოვრებულმა იასინ ადლიმ ანგარიში გახსნა.

45+1 წუთზე "ფიორენტინას" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ტეო ერნანდესის დარტყმული დავიდ დე ხეამ მოიგერია, 56-ე წუთზე ესპანელმა კარის დარაჯმა მეორე პენალტი მოიგერია. 4 წუთში კი კრისტიან პულიშიჩმა წონასწორობა აღადგინა.

73-ე წუთზე ალბერტ გუდმუნდსონმა "ფიორენტინა" წინ გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "ფიორენტინა" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-11 ადგილს იკავებს,
"იადონები" მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავენ.

"მილანი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა, "როსონერი" 19 ოქტომბერს "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემთვის,ერთ ერთი დაუფასებელი მეკარეა დე ხეა..არა მარტო ამ თამაშის..არამედ მისო რეაქციების გამო ის ფანტასტიურია კიპერია..და საწყენია მისი ტალანტის გამო კარიერა მთლად ისეთი ვერ გამოუვიდა..
კიეზა
12:35 07-10-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული