ვლაჰოვიჩმა ზაფხულში შესაძლოა, "იუვენტუსი" დატოვოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა ზაფხულში "ბიანკონერი" დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ სერბი უახლოეს პერიოდში "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, "იუვე" ზაფხულში მის გაყიდვას შეეცდება.

ვლაჰოვიჩს "შავ-თეთრებთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ივნისში ეწურება.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა "იუვენტუსის" მაისურით 7 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული