შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა, 43-ე წუთზე მესის პასით ლაუტარო მარტინესმა, ხოლო 45+3 წუთზე ასევე მესის პასით ხულიან ალვარესმა გაიტანა.
მეორე ტაიმში ტიაგო ალმადამ არგენტინის ნაკრების უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა. 84-ე წუთზე "ლა პულგამ" დუბლი, ხოლო 86-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ცნობისთვის, ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში ჯამში მეათე ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაიამის "ინტერის" ფეხბურთელს კარიერაში 846 გატანილი გოლი დაუგროვდა. "ლა პულგამ" 2024 წელს, ყველა ტურნირზე 26 გოლის გატანა და 17 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.
"მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა" - მასკერანო მესიზე
"პსჟ ნამდვილი განავალია" - ბელგიელმა ფეხბურთელმა მოჰყვა, რა უთხარ მესიმ პარიზული გუნდის შესახებ
ლუის ენრიკე: თუ პსჟ-ში მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად ითამაშებდნენ, ამ გუნდს არ გავწვრთნიდი