"მირჩევნია "ოქროს ბურთი" მოვიგო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი" - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი

AutoSharing Option
"ლივერპულის" განაპირა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა Goal-თან ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ სურს მისი სახელი და გვარი ფანებს დაამახსოვრდეთ.

ინგლისელის თქმით, მისი ოცნება "ოქროს ბურთის" მოგებაა.

"მსურს ფეხბურთის ლეგენდა გავხდე. მინდა ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა განაპირა მცველი გავხდე და ვარსკვლავებს მივწვდე, აი ეს არის ჩემი ამბიცია.

მირჩევნია "ოქროს ბურთი" მოვიგო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. მჯერა, ამის გაკეთება შემიძლია. მინდა ვიყო პირველი მცველი, ვინც Ballon d'or-ს მოიგებს.

როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ და დილით სარკეში ჩავიხედები, მინდა ჩემს თავს ვუთხრა, რომ სპორტის ამ
სახეობას ყველაფერი მივეცი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მედალსა და ტიტულს მოვიგებ, ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენად მოვახერხებ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას", - განაცხადა არნოლდმა.

შეგახსენებთ, ტრენტს "ლივერპულთან" მიმდინარე ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება, ინგლისელის გადაბირებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.

altMarca: მადრიდის "რეალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შეძენას გეგმავს

altტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბის შეძენას გეგმავს

altარნოლდის ულამაზესმა ჯარიმამ "ლივერპულს" ვერ უშველა - "ჩაქუჩებმა" უხვგოლიან მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
სერხიო რამოსს ნამდვილად ეკუთვნის მარტო იმის გულზე მაშინ რო გაიტანა ლიგის ფინალში. კრისწინას მისცეს მაშინ მგონი არადა რამოსმა მოაგებინა ლიგის ფინალი
bidzia
23:09 26-10-2024
1
რეალშიც კი რომ გადახვიდე, მაინც ვერ მოიგებ, რადგან ხვიჩამ ჩაგიტარა ფინტი და არ იმსახურებ. ვინი ბეევრად გჯობია, ბეევრად!...
ლაშა
19:57 26-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული