სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე მეხუთე ტურის ორი მატჩი ჩატარდა.

B3 ჯგუფში ყაზახეთმა ალმათიში 0:2 მარცხი განიცადა ავსტრიასთან, 1 ქულა აქვს და С ლიგაში დაბრუნდა. რაც ყაზახეთის ნაკრები სტანისლავ ჩერჩესოვმა ჩაიბარა, გოლი ვერ გაიტანა და 10 გაუშვა. არადა, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მხოლოდ ჟურნალისტებთან ჩვეული კონფლიქტებით გამოიჩინა თავი.

С4 ჯგუფში სომხეთი ერევანში 0:1 დამარცხდა ფარერებთან. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე პენალტით „ტორსჰავნის“ ვეტერანმა მცველმა ვოლორმურ დავიდსენმა გაიტანა. სომხეთის ეროვნული გუნდი, რომელსაც გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად სურენ ჩახალიანი ჩაუდგა სათავეში, 4 ქულით აუტსაიდერია,
17 ნოემბერს, ბოლო ტურში, რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება და თუ ვერ მოუგო, ქვედა დივიზიონში დაქვეითდება.

alt"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
bejo-ს
უფრო რომ დაქვეითდნენ D დივიზიონში იქ გიბრალტარი, სან მარინო, ანდორა, მალტა და მოლდოვაა. უკვე აღარ არის ისე როგორც ადრე იყო. D -დან არავინ გადის ევროპაზე. სომხებს თუ რაკი ქონდათ С დივიზიონიდან უნდა გასულიყვნენ პლეი ოფში, სადაც იყვნენ იქ ყავდათ ფარერები, ლატვია და ჩრდ. მაკედონია.

პ.ს. ყაზახეთისთვის კი B დივიზიონი ნამეტანი იყო და შედეგითაც დამტკიცდა 1 ქულა ბურთები 1-11 და გასვლა დარჩათ ნორვეგიასთან. ეგ რუს-კარაჩაევი ვითომ მწვრთნელი რას უშველიდათ. მაგათაც კარგი ფინანსები აქვთ ჩვენი მეზობელებისავით, მარა რა გინდა? ნიჭი და ტალანტი თავის გზას ნელა ძნელ გზით მაინც პოულობს. ჩვენი პატარა საქართველო საბადოა მაგათან შედარებით. ვენაცვალე ჩვენ ტალანტ ბიჭებს.
G.LA
03:53 15-11-2024
3
bejo: "განზრახ აგებენ, რომ D დივიზიონში დაქვეითდნენ"

უკრაინელი მწვრთნელი იმიტომ გადააყენეს, რომ დაგეგმილზე მეტი ქულა აიღო?
სურიკ ჩახალიანს იმიტომ გააგდებენ, რომ დიდი ანგარიით ვერ წააგო?
bejo-ს
04:57 15-11-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული