პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან "ალ ნასრის" ფორვარდის შესახებ ისაუბრა.
"მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშზე მისი თავდადება დისციპლინაში და შრომისმოყვარეობაში ითარგმნება. ის გოლების გატანას კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს, რონალდო დიდებულია", - განაცხადა მარტინესმა.
პოლონეთთან გამარჯვებით პორტუგალია ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ნოემბერს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]