კარგი ამბავი - "ფიორენტინას" ფეხბურთელი გონზე მოვიდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში "ფიორენტინასა" და "ინტერის" მატჩის მე-17 წუთზე მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა ედოარდო ბოვემ გონება დაკარგა და მოედანზე წაიქცა.

ბოვეს მოედანზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ედოარდოს ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა და გული გაუჩერდა.

ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბოვე გონებაზე მოვიდა და მეტყველებაც დაიწყო. ექიმების თქმით, ედოარდოს ტვინის ან გულის არეში დაზიანება არ აქვს და ამჟამად ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია.

alt"ფიორენტინას" 22 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა - "ინტერთან" მატჩი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდება უფალს!
მალხაზ ჯობავა
18:50 02-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული