"აი, ასე გვავარჯიშებდა კონტე" - ყოფილმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" მწვრთნელზე ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ყოფილმა ფეხბურთელმა სიმონე ტირიბოკიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

კონტე ტირიბოკის 2009/2010 წლებში "ატალანტაში" ავარჯიშებდა.

სიმონეს თქმით, ანტონიო ვარჯიშებზე ფეხბურთელებს ყოველთვის მაქსიმალურად დახარჯვას სთხოვდა.

"მის სიახლოვეს უმოქმედოდ ვერ იქნები. საერთოდ არ ვაჭარბებ, კონტე საზღვაო ქვეითებივით გვავარჯიშებდა. ხელის თითებზე წყლულები გვქონდა. ის გაიძულებს ივარჯიშო იქამდე, სანამ დაღლისგან
ღებინება არ დაგეწყება.

მახსოვს ერთხელ პადოინმა სათანადოდ არ ივარჯიშა, კონტემ ჩვენ სახლში გაგვიშვა ის კი საღამომდე ავარჯიშა.

თუ თამაშს წავაგებდით, გასახდელში საშინელებები ხდებოდა, თუ მოვიგებდით, ანტონიო მეორე დღეს ვარჯიშზე ბედნიერი მოდიოდა", -
განაცხადა ტირიბოკიმ.

alt"ეს პერსონალურ დონეზეც სარგებელს მოუტანს" - რა თქვა კონტემ კვარაცხელიაზე?

alt"პირადად მე, მისი ფეხბურთი ასე მესმის" - ფედელემ კონტეზე ისაუბრა

altკონტე: კვარაცხელია კარგი ბიჭია და ბევრს მუშაობს, რათა ტოპ-ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული