"დარწმუნებული ვარ, საკუთარ დონეზე დაბრუნდება" - მორიენტესმა მბაპეზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო მორიენტესმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

მორიენტესის თქმით, ფრანგს ცუდი სეზონი სულაც არ აქვს, მაგრამ ჩვეულ დონეზე ჯერ ვერ თამაშობს.

"მან 10 თუ 11 გოლი გაიტანა. "რეალში" ჩემს პირველ სეზონში 12 გოლი გავიტანე და გუნდის ბომბარდირი გავხდი. პრობლემა ის არის, რომ მოლოდინები თავად მბაპემ შექმნა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულ დონეს დაუბრუნდება.

არ ვიცი ჩემპიონატს ვინ მოიგებს, მაგრამ მინდა, რომ "რეალმა" გაიმარჯვოს, მეორეზე კი "ვალენსიას" გასვლა მსურს, ვიცი, რომ "ღამურებს" პრობლემები აქვთ. იმედია, ლა ლიგიდან არ გავარდებიან",
- განაცხადა მორიენტესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული