ფიფას ვერსიით საუკეთესო ვინისიუსია - სანიოლის და კაშიას არჩევანი განსხვავებულია

AutoSharing Option
ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.

ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში საქართველოს უძველესმა
სპორტულმა გაზეთმა - „ლელომაც“ მიიღო მონაწილეობა 1991 წლიდან მისი კორესპონდენტის მამუკა კვარაცხელიას სახით და ჩვენ სწორად გამოვიცანით გამარჯვებული - ბრაზილიელი ვინისიუსი!

კაცთა სიმბოლური ნაკრები: მარტინესი, კარვახალი, რიუდიგერი, დიაში, სალიბა, ბელინგემი, როდრი, კროოსი, იამალი, ჰოლანი, ვინისიუსი.

ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი, პარედესი, ბრონზი, ბატლე, გირმა, ბონმატი, ჰორანი, პორტილიო, გუიხარო, ჰანსენი, პარალუელო.

altვინისიუსმა შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი მოხსნას - საუდის არაბეთის კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევროს გადახდაზე თანახმაა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით ყველაზე მეტად კარვახალს ეკუთვნოდა.ყველაფერი მოიგო კლუბშიც და ნაკრებშიც,თან ორივეგან უძლიერესი ფეხბურთი ანახა
BOSS
03:09 19-12-2024
2
ვინისიუსი მართლაც სუპერვარსკვლავია, მაგრამ ის ასეთი დღევანდელი საფეხბურთო სამყაროს სიღარიბის ხარჯზეა. ისეთი ჩავარდნები, როგორიც ხშირად აქვს ვინისიუსს, სუპერვარსკვლავს არ ეპატიება. დღეს კი ასეთ ლიდერს უნდა დასჯერდეს საფეხბურთო სამყარო.
ჟორა გაბრიჭიძე
18:22 18-12-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული