ტრანსფერი შეთანხმდა - ნეიმარი ყოფილ კლუბს უბრუნდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 32 წლის ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი სამშობლოში ბრუნდება და იჯარის წესით "ალ ჰილალიდან" "სანტოსში" გადაბარგდება.

მხარეები მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე არიან და წესით, გარიგებას წინ აღარაფერი არ უნდა დაუდგეს.

შეგახსენებთ, "სანტოსი" ის გუნდია, სადაც ნეიმარი კარიერას იწყებდა. 2013 წელს ბრაზილიელმა მშობლიური კლუბიდან "ბარსელონას" 88 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული