"დორტმუნდი" "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა

AutoSharing Option
"დორტმუნდი" "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩაიბარა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ამის შესახებ გერმანული კლუბი ოფიციალურად რამდენიმე საათში გამოაცხადებს.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ხორვატმა სპეციალისტმა "დორტმუნდთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა.

კოვაჩი ბოლოს "ვოლფსბურგს" წვრთნიდა, საიდანაც 2024 წლის მარტში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ხორვატი ამ პოზიციაზე ნური შაჰინს შეცვლის, რომელიც გასულ კვირას დაითხოვეს.

შეგახსენებთ, "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე შახტარი 3:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

"ყვითლები" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატოა ყველა ასე ხელმომჭირნე ძუნწი? შმიდტი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ბავარიაში ვერ, ვოლფსბურგშიც ვერ, მხოლოდ აინტრახრში გამოირჩა ბავარიის გამწარებით, რაც ძალიან ცოტაა.
G.LA
22:54 30-01-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული