იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ხორვატმა სპეციალისტმა "დორტმუნდთან" ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა.
კოვაჩი ბოლოს "ვოლფსბურგს" წვრთნიდა, საიდანაც 2024 წლის მარტში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ხორვატი ამ პოზიციაზე ნური შაჰინს შეცვლის, რომელიც გასულ კვირას დაითხოვეს.
შეგახსენებთ, "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე შახტარი 3:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
"ყვითლები" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.